დღეიდან მინდა დავიწყო დიეტა. ანუ უბრალოდ კი არ ვიყო იმაზე მინდობილი, რომ დღეს მაინც არაფერს შევჭამ არამედ ისე , როგორც დიეტოლოგები გვირჩევენ..ვჭამო და შევეცადო დავიკლო.
ძირითადი მაჩვენებლები დღეისთვის:
სიმაღლე 1,58-1,60 ზუსტად არ ვიცი
წონა-75კგ
ასაკი 49 წელი
რეკომენდირებული წონა 66,25 ( რომელიღაც საიტზე ამოვიკითხე, აღარ მახსოვს)
ამ კვირისთვის ნაყიდი მაქვს - 2კგ ვაშლი, 2კგ კიტრი (ძალიან უგემური გამოდგა, იმიტომ მომცა ისე იაფად იმ კაცმა ;( ) 2 ლიტრი კეფირი 1,5%იანი, 0%იანი ხაჭო 300 გრ, 500 გრ სოკო ქამა (შამპინიონი)ქიშმიში 150 გრამი და რა თქმა უნდა წყალი. ხო კიდევ მაქვს ვაფლი ორი პატარა ცალი
დღეს არის 24 მაისი 29 მაისს უნდა ვიყო თბილისში ტრენინგზე და მინდა ოდნავ შეცვლილი მაინც მივიდე, ისე რომ გოგოებმა მითხრან : ვაუ , ინგა როგორ დაკლებულხარ! ან , მინიმუმ_ რა კარგად გამოიყურები ;)
ანუ რეალურად მაქვს 5 დღე,ამ რაციონით დიეტოლოგები გვპირდებიან 5 კილოს კვირაში მაგრამ ერთი 3 კილოც რომ დავიკლო სერიოზულად, ამ ჯერზე ესეც საკმარისი იქნება .
თუ შედეგი იქნება , შევეცდები, მომდევნო კვირასაც გავაგრძელო კვებაზე კონტროლი და თუ სახლში წასვლამდე , ანუ ივნისის ბოლომდე თუ გავხდები 66,25, შემდეგ გამოვაქვეყნებ ამ ბლოგს, რომ მათ ვისაც ზწუხებს ზედმეტი წონა, არის ჩემს ასაკში და არ აქვს იმედი ფორმაში მოიყვანოს თავისი სხეული , მე (თ გამომივიდა) მივცემ ამის იმედს.
თუ აქ შევძლებ დაკლებას , მერე ბათუმში ცურვით შევინარჩუნებ.
გუშინ დღის მეორე ნახევარში დავლიე 6 ცალი შავი ნახშირი, ამ დილით 2.
დავლიე ციტა კეფირი,კარგად წყალი,ვჭამე ერთი პატარა ვაშლი, ახლა შევჭამე 2 ცალი ვაფლი, რადგან ტკბილი დილით უნდა ჭამოო.
სამწუხარო ისაა ჩემს შემთხვევაში(და, ალბათ, გამოსაკვლევიც) ჩემი კუჭი არ რეაგირებს არანაირ გამწმენდებზე, განსაკუთრებით აქ. ამიტომ ეჭვი მეპოარება ამ ნახშირმა რამე მოახერხოს , და ალბათ შევეცდები, ამ დღეებშიგუტალაკსი ვიყიდო და საღამოობით დავლიო, იქნებ რამე მოახერხოას. თუმცა კუჭის უმოქმედობა ფიზიკურად არ მაწუხებს, ალბათ ამიტომაც ღის , მინიმუმ დიეტოლოგთან კონსულტაცია, მაგრამ ამისთვის როდის მეცლება ნამდვილად არ ვიცი.
ზუსტად შემიძლია ვთქვა , რომ ფიზიკური დატვირთვა დიეტასთან ერთად კარგ შედეგს მომცემს მაგრამ აქ ძალიან უმოქმედო ვარ.
აბა , იმადია, ამ წამოწყებიდან რაიმე კარგი გამოვა .
წარმატებებს ვუსურვებ საკუთარ თავს ამ საქმეში